ვაზი დედამიწის ფლორის უძველესი წარმომადგენელია, საქართველო კი ვაზის ფორმათა წარმოქმნის ერთ-ერთ ძირითად კერადაა აღიარებული. ქართველი ხალხი იმ შორეულ წარსულში ვაზს ,,წმინდა'' მცენარედ თვლიდა და ამიტომაც სრულიად ბუნებრივია რომ ამ მცენარის მოვლა-გაშენებისთვის მას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. ქართველმა ხალხმა შორეულ წარსულსი გამოიყვანა სხვადასხვა, მაღალხარისხიანი და უხვმოსავლიანი ჯიშები, შეიმუშავა ვაზის მოვლა-გაშენება და ღვინოების დაყენების ორიგინალური წესები.
სტრაბონის გეოგრაფიაში მოთხრობილი ცნობებიდან ირკვევა, რომ ალბანია-კახეთის(იბერია) ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული ყოფილა ვაზი. სხვადასხვა მოგზაურები წერდნენ, შეიძლება ითქვას რომ არსად არ სვამენ ისე ბევრს და ისეთ კარგ ღვინოს როგორც საქართველოში, აღნიშნავდნენ-,,ამაზე უკეთესი ღვინის წარმოდგენაც კი ძნელიაო''
საქართველოში ვაზის 500 მდე აბორიგენული ჯიშია ცნობილი, მათგან კანონით დადგენილ ვაზის ჯისების სტანდარტულ ასორტიმენტში რომელიც 62 დასახელებას მოიცავს შეტანილია 29 საღვინე და 9 სუფრის ყურძნის ჯიში. ეს ჯიშები განეკუთვნებიან შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ჯგუფების საქართველოს ქვეჯგუფს.
No comments:
Post a Comment