დამისხი დამალევინე ეს ღვინო ოხერტიალი,იქნება წაღმა მეგონოს ქვეყნის უკუღმა ტრიალი...

Tuesday, 22 June 2010

ღვინოზე უთქვამთ...

,,ჭკვიანი კაცი იქამდე სვამს,სანამ კარგად არ იგრძნობს თავს,ბრიყვი კი იქამდე სანამ ცუდად არ გახდება''- კონსტანტინ მელიხანი.

''ლოთობა უგუნურებაში ვარჯიშია''- პითაგორა.

''მე იმიტომ ვსვამ,რომ სხვა ადამიანები უფრო საინტერესონი გახდნენ''-ჯორჯ ნეიმანი.

''ლოთობა არ ბადებს მანკიერებას,ის მხოლოდ ავლენს მას''-სოკრატე.

''ღვინო ყველაზე ჯანსაღი,სასარგებლო და ჰიგიენური სასმელია ყველა სასმელს შორის''-ლუი პასტერი.

ღვინო და ჯანმრთელობა

ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, შემდეგ შუა საუკუნეებში ტრადიციულ მედიცინაში ღვინო ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამკურნალო საშუალებად. იქ სადაც მისდევენ მეღვინეობას სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარების მაღალია ვიდრე სხვა რეგიონებში. დღეს ბევრი მეცნიერი ამტკიცებს რომ ღვინო(განსაკუთრებით წითელი)ზომიერი რაოდენობით, რომელიც მდიდარია მთირლავი ნივთიერებებით, ამინომჟავებით, მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით დადებით გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ასევე ღვინის შემადგენლობაში შესული ტანინი წარმოადგენს კატარაქტის ეფექტურ საპროფილაქტიკო საშუალებას. ასევე ღვინის ზომიერი მიღება ამცირებს კიბოს და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. უმჯობესია ღვინო მივიღოთ მცირე რაოდენობით ვიდრე საერთოდ შევიკავოთ თავი. გამოჩენილი მეცნიერების მიერ არის დადგენილი რომ კახური ტიპის ღვინოები ძალიან ექსტრაქტულია, ხასიათდებიან სამკურნალო თვისებებით: დიაბეტის,გლაუკუმის,თირკმლის,ღვიძლის,ნივთიერებათა ცვლისა და სხვა ნერვული სისტემის მოწესრიგებისათვის.
ღვინის დიდი რაოდენობით მიღება პირიქით იწვევს მოწამლვას,წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკ-ფაკტორს. დამთრგუნველად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქვეითებს მხედველობის სიმახვილეს, ყურადღებას, მოძრაობის კოორდინაციას და ა.შ. მისი ტიპური სიმპტომია თავის ტკივილი, იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვანებას, გულის რევას, ოფლიანობას, სისუსტეს და სხვას...

ვაზი საქართველოში

ვაზი დედამიწის ფლორის უძველესი წარმომადგენელია, საქართველო კი ვაზის ფორმათა წარმოქმნის ერთ-ერთ ძირითად კერადაა აღიარებული. ქართველი ხალხი იმ შორეულ წარსულში ვაზს ,,წმინდა'' მცენარედ თვლიდა და ამიტომაც სრულიად ბუნებრივია რომ ამ მცენარის მოვლა-გაშენებისთვის მას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. ქართველმა ხალხმა შორეულ წარსულსი გამოიყვანა სხვადასხვა, მაღალხარისხიანი და უხვმოსავლიანი ჯიშები, შეიმუშავა ვაზის მოვლა-გაშენება და ღვინოების დაყენების ორიგინალური წესები.
სტრაბონის გეოგრაფიაში მოთხრობილი ცნობებიდან ირკვევა, რომ ალბანია-კახეთის(იბერია) ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული ყოფილა ვაზი. სხვადასხვა მოგზაურები წერდნენ, შეიძლება ითქვას რომ არსად არ სვამენ ისე ბევრს და ისეთ კარგ ღვინოს როგორც საქართველოში, აღნიშნავდნენ-,,ამაზე უკეთესი ღვინის წარმოდგენაც კი ძნელიაო''
საქართველოში ვაზის 500 მდე აბორიგენული ჯიშია ცნობილი, მათგან კანონით დადგენილ ვაზის ჯისების სტანდარტულ ასორტიმენტში რომელიც 62 დასახელებას მოიცავს შეტანილია 29 საღვინე და 9 სუფრის ყურძნის ჯიში. ეს ჯიშები განეკუთვნებიან შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ჯგუფების საქართველოს ქვეჯგუფს.